суббота, 17 апреля 2010 г.

პროექტი

პროექტის სათაური                                 სასარგებლო მცენარეები

პროექტის მოკლე აღწერა

მოსწავლეები მოიძიებენ საქართველოს ბუნებაში გავრცელებულ სამკურნალო,და რელიგიურ მცენარეებს.შექმნიან კატალოგსდა სამკურნალო რეცეპტებს მოიძიებენ.გაეცნობიან მცენარეებს რა კავშირი აქვთ რელიგიასთან.

პროექტის სრული აღწერა

როგორ შემოდის ჩვენს ქვეყანაში გაზაფხული,სლაიდშოუ.მელოდიით.

გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებულ სამკურნალო მცენარეებს ხანდაზმული ადამიანებისაგან ჩაიწერენ რეცეპტებს.მოიძიებენ რელიგიასთან დაკავშირებულ მცენარეებს და ისტორიას.გაეცნობიან სახალხო მკურნალთა ისტორიას(ფანასკერტელი,თურმანიძეები) . საქართველოს ბუნება მრავალფეროვანია მისი მცენარეული საფარითა და მდიდარი წიაღისეულით.ხშირად გაღიზიანებას და უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს პრობლემები რომელიც გარემოში არსებობენ.გარემოს დაცვა და ბუნებაზე მზრუნველობა ყველა ჩვენგანის ვალია.ბუნება ადამიანთა სიცოცხლისა და არსებობისთვის ერთერთი აუცილებელი პირობაა.ბუნება არის წყარო ხელოვნების უდიდესი ნიმუშისა.

მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად.თითო ჯგუფში 7-8 მოსწავლე .

ჯგუფი წარმოადგენს პროექტს-სამედიცინო-სამკურნალო მცენარეები.

ჯგუფი წარმოადგენს რელიგიასთან დაკავშირებულიმცენარეები.

ჯგუფი წარმოადგენს ეკოლოგია ბუნების ეკონომიკაა.

მონაწილეთა ასაკი- 8 წელი

ვადები და ხანგრძლივობა 2კვირა.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში

საჭირო ლიტერატურის მოძიება და გამოყენება. ინტერნეტთან მუშაობა,დისკუსია,გაზეთის შექმნა.გადანაწილდება ფუნქციები,ვინ იქნება კონკრეტულ საქმიანობასა და შედეგებზე პასუხისმგებელი.ვინ იქნება პროექტის პრეზენტატორი.ვინ შეაპასებს მონაწილეთა საქმიანობას.


მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,

გამოუმუშავდებათ წიგნებიდან საჭირო მასალებისმოიების უნარი, გაუჩნდეთ ინტერესი კომპიუტერთან მუშაობის და არა მარტო თამაშის.ისწავლონ ჯგუფური მუშაობა და თანამშრომლობა.ბუნების სიყვარული,სილამაზის აღქმა,მისი მოვლა და გაფრთხილება.მიიღებენ პროექტის მომზადების გამოცდილებას.

რაც შეიძლება შეიქმნას
სამუშაო ენა ქართული

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

ქართული ენაII.1 ადეკვატურად რეაგირებს მარტივ სამეტყველო სიტუაციებში.

II.2მოსწავლეისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე

ზომის ტექსტებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.

II.3მეტყველებაში იყენებს აქტიურ ლექსიკასა და ძირითად

ენობრივ ფორმებს.

II.9მცირე მოცულობის ტექსტების შექმნისას მოსწავლე იყენებს

ძირითად გრამატიკულ ელემენტებს.

პროექტის ავტორი მზია ჭარბაძე

ავტორის e-mail mcharbadze@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი mcharbadze blogspot.com